ქართული წარწერები დაღესტანში
საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობასთან ერთად ვრცელდებოდა ქართული ენა და ქართული დამწერლობა, დღეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები სარგებლობენ კირილიცის ბაზაზე შექმნილი სლავური ანბანით, რაც მათი ბგერის ჟღერადობას საკმაოდ ჩამორჩება, ამის გამო უწევთ გამოიყენონ რამდენიმე ასოთშეთანხმება და უფრო გაართულონ ანბანი. ქართული ანბანის შემთხვევაში კი უფრო მარტივად იყო საქმე და ეს დაღესტანში აღმოჩენილი ქართული წარწერების საფუძველზეც შეგვიძლია…
კახიბი
კახიბი ერთ ერთი ძველი აულია დაღესტანში. ის მახაჩკალიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. კახიბი – ეს არის სამი აულის საერთო სახელწოდება, სახელი წარმოდგება ქართული სიტყვისგან ,,კახი“. აულის მთავარი ღირსშესანიშნაობა რა თქმა უნდა არის კოშკები, რომლებიც საოცრად ერწყმის ადგილობრივ ლანდშაფტს. ეს კოშკები თარიღდება 8-10 საუკუნეებით. https://conlaich.livejournal.com/173864.html
გოორის კოშკები
კოშკოვანი სოფლის – გოორის დაარსების თარიღი 17-18 საუკუნეებს უკავშირდება. არსებობს თქმულება, რომ ის დააარსა გიდატელის შამხლის შვილმა, რომელსაც 6 შვილი ჰყავდა და მისი სამმართველო ტერიტორია თავის შვილებს დაუნაწილა. მათ შორის გოორი ერგო უმცროს შვილს. გადმოცემის მიხედვით პირველი სოფელი დასახლებული იყო ტყის პირას, მაგრამ უფრო დიდი სოფლების ხშირი შემოსევების შემდეგ მოსახლეობამ გადაწყვიტა შედარებით რთულად მისასვლელ ადგილას…
დათუნას ეკლესია
სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე მეჩეთი რუსეთში მდებარეობს დაღესტანში, თუმცა შუა საუკუნეებში ვიდრე იქ ისლამი გავრცელდებოდა ქრისტიანული ქვეყანა იყო. ცენტრალური და მთიანი დაღესტანი ისტორიულად ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან… ქართული და არაბული წერილობითი წყაროების მიხედვით დაღესტანში, კერძოდ კი ავარეთში ქრისტიქანობა VII საუკუნიდან XVI საუკუნემდე იყო გავრცელებული. გიორგი V ბრწყინვალესა და კათოლიკოსის ექვთიმე III ეპოქაში მთიანი დაღესტნის ტერიტორიაზე…