დვალეთი ოდითგანვე საქართველოს ძირძველი კუთხე იყო, რომელიც ჟამთა სიავის გამო ოსეთის შემადგენლობაში მოექცა. დვალეთი არის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში, იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან დარიალის ხეობით, დასავლეთიდან მამისონის უღელტეხილით, ჩრდილოეთიდან ნარის აუზის ხეობებითა და სამხრეთიდან კი დიდი ლიახვის შენაკადთა ხეობებით. ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობის დღიდან, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ წრეში იყო მოქცეული.
დვალების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: სარწმუნოებით არიან ძუელად ქრისტეანნი და სამწყსონი ნიქოზლისანი და უფროს დუალნი, არამედ აწინდელთ ჟამთა დუალნი სახელით ოდენ ქრისტეანნი, რამეთუ იმარხვენ დიდმარხუასა, ხატთა, ეკლესიათა და სამღვდელოთა პატივსა უყოფენ”. დვალეთი არის დაახლოებით 600 კვ.კმ ფართობის ტერიტორია.
დვალეთი – ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში, იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან დარიალის ხეობით, დასავლეთიდან მამისონის უღელტეხილით, ჩრდილოეთიდან ნარის აუზის ხეობებითა და სამხრეთიდან კი დიდი ლიახვის შენაკადთა ხეობებით. დღეს ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
ისტორიულად დვალეთი შუა საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში შემოდიოდა. კულტურულად და ეკონომიკურად ქართლთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში მის დასავლეთ კუთხეს ითვისებდა იმერეთის მეფე და რაჭის ერისთავი.
დვალები წმინდა ქართული წარმომავლობისა იყვნენ. მათი შთამომავლები არიან: დვალი, დვალიშვილი, დვალიძე, დვალაშვილი, ქასრაძე, ცხოვრებაშვილი. ქრისტიანაობა დვალეთში VI საუკუნის შუა წლებიდან გავრცელდა, იგი შედიოდა ნიქოზის ეპარქიაში. დვალეთში უაღრესად პატრიოტი და განათლებული ხალხი ცხოვრობდა, აქ დიდად განვითარებული იყო ქართული კულტურა.
ქართული წყაროთმცოდნეობა იცნობს იოანე დვალს, რომელიც ცხოვრობდა XI საუკუნეში, იოანე დვალი ეწეოდა კალიგრაფიულ მოღვაწეობას, მას გადაუწერია ,,თვენი”, მანვე 1055 წელს გადაწერა ,,წმინდა ბასილის ცხოვრება”, რომელიც დაწერილია ნუსხურით. დვალები აქტიურ კალიგრაფიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ, მიქაელ დვალს გადაუწერია ,,ჟამნი”, სტეფანე დვალს ,,ჟამისწირვათა კრებული”. გიორგი დვალს გადაუწერია ,,ლაბეჭინის ოთხთავი”, რასაც XIII საუკუნეს მიაკუთვნებენ. დვალი მამების ღვაწლი დიდია ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში. XIV საუკუნეში დამასკოში ქრისტიანობისთვის ეწამა ნიკოლოზ დვალი, მას თავი მოჰკვეთეს. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ დვალეთის კლიტეები ყოველთვის ხელს ჰქონოდათ და არ დაეთმოთ ეს ქართული მხარე.

Leave a comment