გოორის კოშკები

კოშკოვანი სოფლის – გოორის დაარსების თარიღი 17-18 საუკუნეებს უკავშირდება. არსებობს თქმულება, რომ ის დააარსა გიდატელის შამხლის შვილმა, რომელსაც 6 შვილი ჰყავდა და მისი სამმართველო ტერიტორია თავის შვილებს დაუნაწილა. მათ შორის გოორი ერგო უმცროს შვილს.

გადმოცემის მიხედვით პირველი სოფელი დასახლებული იყო ტყის პირას, მაგრამ უფრო დიდი სოფლების ხშირი შემოსევების შემდეგ მოსახლეობამ გადაწყვიტა შედარებით რთულად მისასვლელ ადგილას აეშენებიათ გამაგრებული და კოშკებით დაცული სოფელი. თქმულების მიხედვით ეს კოშკოვანი სოფელი ისლამის გავრცელებამდე უნდა დაარსებულიყო დაღესტანში, რადგანაც სოფლის განაპირას არის შემორჩენილი სასაფლაოები სადაც ჯვრებია გამოსახული.

კოშკების სიმაღლე 10-15 მეტრამდეა, ოთხკუთხაა და ოთხ სართულიანი. მასში გამოკვეთილია სარკმლები, რომლებსაც მტრის შემოსევის დროს კოშკში შეფარებული ჯარისკაცები თავდასხმისთვის იყენებდნენ. როგორც ამბობენ ადგილობრივ მცხოვრებლებს გრძელვადიანი ალყის გაძლებაც შეეძოთ აქ. ლეგენდის თანახმად ეს კოშკები ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბებით იყო დაკავშირებული.

კოშკებზე გამოსახულია პიქტოგრამები.

http://xn--80aqaedff6b6c2b.xn--p1ai/selskie-poseleniya/goor

Leave a comment

Create a website or blog at WordPress.com

Up ↑