ინგუშეთი

ინგუშები

ინგუშების თვითსახელწოდებაა ღალღაი. ისინი ჩაჩნების მონათესავენი არიან. ინგუშური და ჩაჩნური ენები კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან _ ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად ხამხელებსაც უწოდებდნენ. ქართული საისტორიო წყაროებით, ინგუშები ღლიღვებად იწოდებოდნენ. მათ მეზობელი ქართველი მთიელები ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი  ჩაჩნებსაც აღნიშნავდა. რაც შეეხება ეთნონიმს “ინგუში”, ის წყაროებში…

სიცოცხლის ხის დაკარგული თიხის ფილა ტყობა-ერდის ტაძრიდან

ქართული ხელოვნება კარგად იცნობს სიცოცხლის ხის ორნამენტებს, ეს ორნამენტები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზეა შემორჩენილი – თრიალეთში, მესხეთში, აჭარაში მეჩეთებზე, იმერეთში საფლავის ქვებზე, ქართლში სასაფლაოზე, სვანეთში და სხვ. საქართველოს გარდა სიცოცხლის ხის ორნამენტი გვხვდება ინგუშეთის და დაღესტანის რეგიონებში, ინგუშეთში ეს სიუჟეტი არის გამოხატული თიხის ფილაზე, რომელიც დღეისთვის სამწუხაროდ დაკარგულია, საინტერესო სიუჟეტია წარმოდგენილი დაღესტანში აღმოჩენილ მასალებზე, სადაც სიცოცხლის…

ტყობა – ერდი

ქართველი და ინგუში ხალხის ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს, ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება და საკმაოდ მჭიდრო კავშირით არის დაკავშირებული ეს ორი ხალხი ერთმანეთთან. კულტურული თვალსაზრისით ინგუშეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი დღევანდელი ჯეირახის რეგიონში შემორჩენილია რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია, რომელთა მშენებლობა საქართველოს უკავშირდება, მათ შორის გამორჩეული და განსაკუთრებულია ტყობა-ერდი, რომლის შესახებაც ქართული საზოგაოება გარკვეულწილად ინფორმირებულია. პირველი ცნობები ამ უნიკალური ქრისტიანული…

Create a website or blog at WordPress.com

Up ↑