სენტის ეკლესია
შოანის ტაძრის მოშრებით, დაახლოებით 25 კილომეტრში, დგას სენტის ტაძარი, რომელიც მდებარეობს მდინარე თებერდას სანაპიროზე და ატარებს სოფლის სახელწოდებას. ტაძარი დგას შემაღლებულ ადგილას, გორაკზე. ადგილობრივთა გადმოცემით, სენტი ეწოდებოდა ქვის ძეგლს, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ჰქონდა და ინახებოდა მონასტერში. სენტი ქართული სვეტის იდენტური უნდა იყოს. ტაძარი მეცნიერულად პირველად შეისწავლა გერმანელმა არქიტექტორმა ბერნადაცმა, გენერალ ემანუელის დავალებით, 1829 წელს. სენტი…
შოანას მონასტერი
საქართველოს მოსაზღვრე ერთ ერთი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკაა ყარაჩაი-ჩერქეზეთი, რომელის ტერიტორიაზეც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მოდგმის ხალხი სახლობდა. ეს ტერიტორია უშუალოდ ემეზობლება სვანეთის მხარეს ჩრდილოეთის მხრიდან. ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით აქ შემორჩენილია რამდენიმე გუმბათიანი ეკლესია, მათ შორის კი ერთ ერთია სწორედ შოანა, რომელზეც მოგითხრობთ წარმოდგენილ სტატიაში. შოანას ტაძარი მდებარეობს მდ. ყუბანის მარცხენა სანაპიროზე, კარაჩაევსკის ჩრდილოეთით 7 კმ-ზე,…
სენტის ტაძრის წარწერა
სენტის ტაძარზე არაერთი წარწერაა შესრულებული, მათგან შეიძლება გამოიყოს ერთი წარწერა, რომელიც ტაძრის განახლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. წარწერა პირველად აღმოაჩინა რუსმა მეცნიერმა ი. ვლადიმიროვმა ტაძრის შესწავლის დროს. თუმცა წარწერის ანალიზი შემოგვთავაზა ვინოგრადოვმა, სადაც ის თავის სტატიაში სენტის ფრესკებს განიხილავს. ღვთისმშობლის ტაძარი განაახლეს ნიკიფორეს იმპერატორობის დროს, ალანიის მფლობელების დავითისა და მარიამის დროს, 2 აპრილს წმინდა ანტიპასხის ხსენების…