კავკასიური კულტურა, ასე ჰქვია ბლოგს რომლის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება ჩრდილოეთ კავკასიით (დაღესტანი, ინგუშეთი, დვალეთი, ბალყარეთი, ჩერქეზეთი) დაინტერესებული ხალხის ცნობიერების ამაღლებაა. ბლოგზე განთავსებულია მნიშვნელოვანი პდფ წიგნები, ატვირთულია სტატიები იქ არსებულ ქრისტიანულ ტაძრებზე, ქართველ და ჩრდილო კავკასიელი ხალხების ურთიერთობის საუკუნეობრივ ისტორიაზე. ბლოგზე განთავსებული ფოტო-გალერეა ჩემს მიერაა შექმნილი ეს ფოტოები გადაღებულია 2018 წლის ზაფხულში, როდესაც ვიმყოფებოდი დაღესტანში, ინგუშეთში, დვალეთსა და ჩერქეზეთში ძეგლების ადგილზე შესასწავლად. აქვე ნახავთ დავწრილებით ინფორმაციას ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე არსებული ქართული ქრისტიანული ტაძრების შესახებ, როგორებიცაა მაგალითად ტყობა-ერდი, დათუნას ეკლესია, ხოზიტა მაირამი, ნუზალის სალოცავი, შოანა, სენტი. ცნობებს თითოეული ეკლესიის შესახებ ბლოგზე განთავსებულ სტატიებში ნახავთ, აღმოაჩენთ თუ რა მსგავსება არსებობს ქართულ ტაძრებსა და იქ არსებულ ქრიასტიანულ ტაძრებს შორის. საიტზე განხილული ქრისტიანული ტაძრები ცხადჰყოფს იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანული არქიტექტურა დაკავშრებული იყო ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურასთან.