ხოზიტა-მაირამის ფრესკები
ტაძარი ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ თავისი, გარკვეული ეპოქისათვის დამახასიათებელი, არქიტექტურით, არამედ კედლის მხატვრობის ფრაგმენტებითაც. ამჟამად, ძეგლის ცუდი დაცულობის გამო (დანგრეულია კამარა, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები), კედლის მხატვრობა წარმოდგენილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით. ძირითადად შენახულია მხოლოდ მონახაზი მღვდელმთავართა გამოსახულებებისა საკურთხეველში და “ჯვარცმის” სცენისა სამხრეთის კედელზე. საღებავის ფენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულიად ჩამორეცხილია მაგრამ, მიუხედავად კედლის მხატვრობის ცუდი…
ხოზიტა-მაირამი – ქართული ეკლესია ჩრდილოეთ ოსეთში (დვალეთში)
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია 1951 წ. ზაფხულში ადგილზე გაეცნო ჩრდილო ოსეთის საკვლევ სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლის პროფ. ლ.სემიონოვის მიერ მითითებულ ძეგლს, ეს არის “ხოზიტა–მაირამის“ სახელწოდებით ცნობილი ეკლესია. იგი მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო ოსეთის ყველა ძველი სამაროვანი, საკულტო და თავდაცვითი ხასიათის არქიტექტურული ნაგებობებისაგან, რომელთაც ღრმად თავისებური თვისებები აქვთ. მეორე მხრივ, ხოზიტა – მაირამი როგორც თავისი გეგმის გადაწყვეტით,…
ნუზალის მხატვრობა
დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ნუზალის სამლოცველოს ფრესკების კონსერვაცია, ექსპედიციას ხელმძღვანელობს ვლადიკავკაზის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი ლუდმილა გაბოევა. სამლოცველოში ფრესკები განაწილებულია ორ რეგისტრად, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია წითელი ხაზით. ჩრდილოეთის ზედა რეგისტრზე წარმოდგენილია დეისუსი ღვთიური მეომრებით გარშემორტყმული. აქ ჩვენ არ გვხვდება საშინელი სამსჯავროს სცენა. დეისუსის მსგავსი სცენა ჩვენ გვხვდება სვანეთში, კერძოდ იფრარის თემში, ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ტაძრის…
ნუზალის სამლოცველო
დვალეთი – ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში, იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან დარიალის ხეობით, დასავლეთიდან მამისონის უღელტეხილით, ჩრდილოეთიდან ნარის აუზის ხეობებითა და სამხრეთიდან კი დიდი ლიახვის შენაკადთა ხეობებით. დღეს ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ისტორიულად დვალეთი შუა საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში შემოდიოდა. კულტურულად და ეკონომიკურად ქართლთან იყო დაკავშირებული, ხოლო…
სოფელ თლის ეკლესია
სოფელ თლის ეკლესია სოფელ თლის ეკლესია მდინარე არდონის ხეობაში მდებარეობს, ძეგლი დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზეა. მის შესახებ პირველად ცნობებს 1953 წლის ექსპედიციიდან ვიგებთ, იმ პერიოდისთვის ძეგლი ნახევრად დანგრეული იყო. ეკლესია აგებულია შედარებით სწორ მოედანზე, რომელიც სამხრეთით ხრამისკენაა გაშლილი. ნაგებობის დიდი ნაწილი დანგრეულია, კამარა ჩამოქცეულია, ქვების ნაწილი ეკლესიის ირგვლივაა დაყრილი, ნაწილი კი გაძარცულია. მთელ…
დვალეთი და დვალები
დვალეთი ოდითგანვე საქართველოს ძირძველი კუთხე იყო, რომელიც ჟამთა სიავის გამო ოსეთის შემადგენლობაში მოექცა. დვალეთი არის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში, იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან დარიალის ხეობით, დასავლეთიდან მამისონის უღელტეხილით, ჩრდილოეთიდან ნარის აუზის ხეობებითა და სამხრეთიდან კი დიდი ლიახვის შენაკადთა ხეობებით. ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობის დღიდან, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და…
ლიტერატურა დვალეთზე
დვალეთი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, სამწუხაროდ ესეც ისევე როგორც საქართველოს სხვა ულამაზესი კუთხეები დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა მოქცეული. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული დვალეთი იმსახურებს თითოეული ქართველის ყურადღებას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის…